„პარი სენ-ჟერმენი“ ლუის ენრიკესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ლუის ენრიკესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყეს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.

ამჟამინდელი ხელშეკრულება, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში განახლდა, 54 წლის სპეციალისტს პარიზულ გრანდთან 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას უფრო ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება სურს, რათა თავი დაიზღვიონ ლუის ენრიკეს სხვა გუნდში გადასვლისგან. წყაროს ცნობით, პსჟ-ის მესვეურები ენრიკეს საბოლოო პასუხს ელოდებიან.

ესპანელმა სპეციალისტმა ფრანგული გუნდი 2023 წლის ივლისში ჩაიბარა და მოკლე დროში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ძალად აქცია. მისი ხელმძღვანელობით პარიზელებმა სამჯერ მოიგეს საფრანგეთის ჩემპიონატი და ერთხელ – ჩემპიონთა ლიგა.