„პარი სენ-ჟერმენი“ ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირებაზე ვერ თანხმდება
„პარი სენ-ჟერმენი“ ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირებაზე ვერ თანხმდება

„პარი სენ-ჟერმენი“ ვერ ახერხებს საკუთარი მოთამაშეების ხელფასის შემცირებაზე დაყოლიებას, იტყობინება ფრანგული გამოცემა „ეკიპი“. წყაროს ინფორმაციით, კლუბი ვერა და ვერ შეთანხმდა მოთამაშეებთან, რომელთა ინტერესებსაც ტიაგო სილვა და მარკინიოსი წარმოადგენენ, რის გამოც მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

პარიზული გუნდის ხელმძღვანელობაში თვლიან, რომ კრიზისის გამო კლუბი 240  მილიონ ევროს დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემიონატის წლევანდელი სეზონი დასრულებულად გამოცხადდა, რადგან ქვეყანაში სექტემბრამდე ყველა სპორტული ღონისძიება აიკრძალა.