„პარი სენ-ჟერმენი“ დიბალასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
„პარი სენ-ჟერმენი“ დიბალასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ „იუვენტუსის“ არგენტინელი შემტევით პაულო დიბალათი სერიოზულად არის დაინტერესებული. „დეილი მეილის“ (Daily Mail) ინფორმაციით, ტურინელები ფრანგულ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სატრანსფერო თანხად 80 მილიონ ევრო სახელდება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი ხორხე ანტუნი პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლეონარდოს შეხვდა. სავარაუდოდ. ფაბიო პარატიჩი დიბალას გაყიდვის შემთხვევაში მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის მაურო იკარდის გადაბირებაზე დაიწყებს მუშაობას.

დატოვე კომენტარი