„პარდუბიცემ“ ლუკა ხარატიშვილის ტრანსფერი გამოისყიდა და მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„პარდუბიცემ“ ლუკა ხარატიშვილის ტრანსფერი გამოისყიდა და მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ლუკა ხარატიშვილი კარიერას „პარდუბიცეში“ გააგრძელებს, ჩეხურმა კლუბმა ბათუმის „დინამოდან“ მისი ტრანსფერი გამოისყიდა – ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

23 წლის ქართველი მეკარე BBC-მ სლოვაკეთში 2025 წელს გამართული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელების ხუთეულში დაასახელა.

ხარატიშვილი შარშან ბათუმის „დინამოდან“ „პარდუბიცეში“ იჯარით გადავიდა, ახლა კი ჩეხურმა კლუბმა ხელშეკრულებაში არსებული უფლებით ისარგებლა და ქართველ მეკარეს სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა.

ლუკა ხარატიშვილი – „მოხარული ვარ, რომ ახალ კონტრაქტზე შევთანხმდით და „პარდუბიცეში“ ვრჩები. ჩემს თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. კლუბში შესანიშნავი გარემოა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს, მჯერა, კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით. მსურს, გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი წარმატებისთვის ვიბრძოლო“.