პარაწოლჭიმი | შოთა ომარაშვილმა ეგვიპტის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა წარმატებით აიღო სტარტი ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
ტურნირზე შოთა ომარაშვილმა 72 კგ-მდე წონით კატეგორიაში სამი ცდის ჯამში 457კგ. დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.