პარაწოლჭიმი | ჯინჭარაძის ვერცხლი და რაზმაზარის ბრინჯაო მსოფლიო თასის გათამაშებაზე #1TVSPORT
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა დუბაიში მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებულად იასპარეზა. ჩვენი გუნდის ანგარიშზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებია.
აკაკი ჯინჭარაძემ +107კგ წონით კატეგორიაში 239კგ დააფიქსირა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ამავე ტურნირზე აჰმად რაზმაზარმა (80კგ) 200კგ აწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დუბაის მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლით საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა 2022 წელს ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობა დაასრულა.
მიმდინარე წელი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტისთვის, რომლის ანგარიშზე პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში 74 მედალია.