პარაწოლჭიმი | ჯინჭარაძემ თბილისის თასზე - ოქროს, ლაცაბიძემ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაწოლჭიმში მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯინჭარაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ჩვენმა პარასპორტსმენმა მძიმე წონით კატეგორიაში (+107კგ) 222 კგ. დაძლია და პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირზე ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ლაცაბიძემ 217კგ. დააფიქსირა და მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თბილისის შეჯიბრება პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.
მსოფლიო თასის ორგანიზატორი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია, ტურნირის მხარდამჭერები კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია და საზოგადოებრივი მაუწყებელი არიან.