პარატაეკვონდო | პარალიმპიურ თამაშებზე გიორგი ნიკოლაძემ გამოსვლა უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მეორე დღეს პარატაეკვონდოში საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი ნიკოლაძე (70 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოდა – ქართველი ფინალურ ბლოკში გადასასვლელ დაპირისპირებაში არგენტინელ ხუან ედუარდო სამორანოსთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს პარიზში უკვე აქვს ერთი მედალი – 29 აგვისტოს პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.
პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.