პარატაეკვონდო | პარალიმპიურ თამაშებზე გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მეორე დღეს პარატაეკვონდოში საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი ნიკოლაძე (70 კგ) მეოთხედფინალში თურქ ფათიჰ ჩელიკთან 19:24 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს – ფინალურ ბლოკში გადასასვლელ დაპირისპირებაში ქართველი პარასპორტსმენი არგენტინელ ხუან ედუარდო სამორანოს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს პარიზში უკვე აქვს ერთი მედალი – 29 აგვისტოს პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.
პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.