პარამოფარიკავე დიანა ჯიშიაშვილი – ვერ გადმოვცემ სიმწარეს, რაც გადახდა ჩემს ოჯახს ნაციონალების დროს, ჩემი ძმა ისე აწამეს, ეგონათ, შემოაკვდათ

00:27, 24.11.2018

ვერ გადმოვცემ სიმწარეს, რაც გადახდა ჩემს ოჯახს ნაციონალების დროს, ჩემი ძმა ისე აწამეს, ეგონათ, შემოაკვდათ, – ამის შესახებ პარამოფარიკავე დიანა ჯიშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არ მინდოდა დაწერა, მაგრამ მიჭირს თავის შეკავება და ვერც გადმოვცემ სიტყვებით იმ სიმწარეს, რაც გადახდა ჩემს ოჯახს ნაციონალების დროს, როდესაც გადაწყვიტეს, ყველა ციხეში გაეშვათ. დაიჭირეს ჩემი ძმა, ისე აწამეს, ეგონათ, შემოაკვდათ და დააგდეს ეგრეთ წოდებულ სოფლის კანაოში, სადაც შემთხვევით იპოვა გამვლელმა, რომელიც სოფელში გაზით დატენილ ბალონებს ყიდდა, დაეხმარა, სახლში მოიყვანა. რომ გამოკეთდა, ვერ გვცნობდა და რამდენიმე დღის მერე, ისევ შემოგვივარდნენ სახლში, სცემეს, ჩაუდეს იარაღი, ძველი, ჟანგიანი (აბრეზი). რამდენიმე წელი გაატარა ციხეში. მე მქონდა ახალი ტრავმა, სრულიად პარალიზებული ვიყავი, ჩემი მშობლები ვერ იგებდნენ საერთოდ, სად იყო ჩემი ძმა, ერთი პერიოდი მკვდარიც გვეგონა. როცა გამოვიდა ციხიდან, რეალობას ვერ აცნობიერებდა, უნდოდა, ჩემს სანახავად საავადმყოფოში მოსვლა, მაგრამ ისევ გაურკვეველი მიზეზების გამო, დაიჭირეს… მიჭირს ძალიან წერა, ახლაც არ აქვს ჩემს ძმას ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაში, ფსიქიკა დაზიანებულია. ეს ჩემი დიდი ტკივილია“, – წერს დიანა ჯიშიაშვილი „ფეისბუქზე“.

მსგავსი