პარალიმპიურ თამაშებში ყოფილი ტერორისტი მონაწილეობს #1TVSPORT
პარალიმპიურ თამაშებში ყოფილი ტერორისტი მონაწილეობს #1TVSPORT

ტოკიოს პარალიმპიადაზე ცურვის ტურნირში 64 წლის ესპანელი სებასტიან როდრიგესი გამოდის. მან მონაწილეობა მიიღო თავისუფალი სტილით 4×50 მეტრზე ესტაფეტაში. ადრე როდრიგესი ტერორისტი იყო, რომელსაც ტერორისტული აქტებისთვისა და მკვლელობისთვის 84-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ციხეში ყოფნისას, როდრიგესმა სხვა პატიმრებთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც წელიწადზე მეტი – 432 დღე გაგრძელდა. ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინ ამ საპროტესტო აქციისას გადარჩა, მაგრამ ფეხები წაერთვა. 1994 წელს, სებასტიან როდრიგესი ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს, როგორც უიმედო ავადმყოფი. 1996 წელს, მემარცხენე რადიკალურ-რევოლუციური დაჯგუფების GRAPO-ს ყოფილმა წევრმა ცურვაში დაიწყო ვარჯიში.

„მე ვარ მაგალითი იმისა, რომ შეცდომებმა შეიძლება მიგიყვანოთ მიზნის მიღწევამდე, აგრეთვე დავეხმარო სხვებს – არ ჩაიდინონ შეცდომები. არ მაქვს პრეტენზია, რომ სამაგალითო ვიყო, უბრალოდ, ვსწავლობ წარსულის გამოცდილებაზე, ვცხოვრობ აწმყოთი და ვმუშაობ მომავალზე“, – ამბობს სპორტსმენი.

სებასტიან როდრიგესი პარალიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. ის პარალიმპიადებზე 2000 წლიდან გამოდის, მოპოვებული აქვს 15 მედალი, მათ შორის, რვა ოქროსი.