პარალიმპიადა 2020 | ვლადიმერ ჭინჭარაულმა 10 მეტრ დისტანციაზე სროლაში 625.6 ქულა მოაგროვა #1TVSPORT
პარალიმპიადა 2020 | ვლადიმერ ჭინჭარაულმა 10 მეტრ დისტანციაზე სროლაში 625.6 ქულა მოაგროვა #1TVSPORT

საქართველოს პარალიმპიადის ნაკრების წევრთაგან 30 აგვისტოს ორმა იასპარეზა.

პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო 10 მეტრ დისტანციაზე სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა გამოსვლა 625.6 ქულით დაასრულა.

ეს მაჩვენებელი მას ფინალში გასასვლელად არ ეყო. ფინალური რვაეულის ფრანგმა წევრმა დე ლა ფორესტმა (მერვე ადგილი) 631.4 ქულა გამოიმუშავა.

ლადო ჭინჭარაული ტოკიოში კიდევ ორჯერ გამოვა: 1 სექტემბერს პნევმატური შაშხანით 10 მეტრიან დისტანციაზე, 4 სექტემბერს – 50 მეტრზე.