აკაკი ჯინჭარაძე პარალიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
აკაკი ჯინჭარაძე პარალიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით დღეს პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ) გამოვიდა.

ქართველმა სპორტსმენმა სამი ცდიდან სამივე გამოიყენა და ასპარეზობა 221 კგ-ით მეოთხე ადგილზე დაასრულა.

პირველ ადგილზე კი მონღოლი პარაწოლჭიმელი გავიდა. მან 245 კგ-ის აწევა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე სამი ვერცხლის მედალია, რომლებიც ჩვენს გუნდს ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა და პარაძიუდოსტებმა – ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოუპოვეს.

დატოვე კომენტარი