პარაძიუდოისტმა ნუკრი მიღრიჯანაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბირმინგემში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარაძიუდოში წარმატებულად გამოვიდა ნუკრი მიღრიჯანაშვილი (60 კგ). ქართველმა ჯერ ძლიერი იაპონელი და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულს, შერზოდ ნომოზოვს იპონით სძლია.
მსოფლიო პირველობის ფინალში მიღრიჯანაშვილი უზბეკ კერმან ნურილაევთან დამარცხდა და ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ბირმინგემში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს პარაძიუდოში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი იასპარეზებს:
*ლაშა ყიზილაშვილი – 90 კგ. J2 (მცირემხედველთა შორის);
*რევაზ ჩიკოიძე +90 კგ, J2 (მცირემხედველთა შორის);
გიორგი ბერიძე +90 კგ, J1 (უსინათლოთა შორის);
ინა ქალდანი – 70 კგ, J2 (მცირემხედველთა შორის).