პარაძიუდო | ზურაბიანმა და ქალდანმა თბილისის გრანპრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
18 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პარაძიუდოში თბილისის გრანპრი დაიწყო. ტურნირის პირველივე დღეს ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ზურაბ ზურაბიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბრაზილიელ ტიაგო და სილვას სძლია, გიორგი ქალდანმა კი ოლიმპიური ჩემპიონი, უზბეკი ფერუზ საიდოვი დაამარცხა.
ასეთი მასშტაბური ღონისძიება პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება. გრანპრიზე 10 ქართველი პარასპორტსმენი ასპარეზობს.
ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. საინფორმაციო მხარდამჭერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.