პარაძიუდო | თბილისის გრან პრიზე ჩიკოიძე - ოქროსთვის, ყიფშიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის მეორე საშეჯიბრო დღეს რევაზ ჩიკოიძე (+90კგ) – ოქროსთვის, რამინ ყიფშიძე (+90კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შეჯიბრებაზე ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ზურაბ ზურაბიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბრაზილიელ ტიაგო და სილვას სძლია, გიორგი ქალდანმა კი ოლიმპიური ჩემპიონი, უზბეკი ფერუზ საიდოვი დაამარცხა.
ტურნირზე პარიზი 2024-ის ლიცენზიები თამაშდება. ასეთი მასშტაბური ღონისძიება პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება.
ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. საინფორმაციო მხარდამჭერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.