პარაძიუდო | რევაზ ჩიკოიძე თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა გრან პრის გათამაშება პარაძიუდოში. მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველი პარასპორტსმენი რევაზ ჩიკოიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
შეჯიბრებაზე, ჯამში, ჩვენმა პარაძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედლებს ზურაბ ზურაბიანი და გიორგი ქალდანი დაეუფლნენ.
თბილისის გრან პრიზე პარიზის 2024-ის ლიცენზიები გათამაშდა. ასეთი მასშტაბური ღონისძიება პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად ჩატარდა.
ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი გახლდათ, საინფორმაციო მხარდამჭერი კი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.