პარაძიუდო | პორტუგალიის გრან პრიზე მიღრიჯანაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა 2023 წელი წარმატებით დაიწყო. პორტუგალიაში დასრულებულ ალმადას გრან-პრიზე პარაძიუდოისტმა ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
60 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა პირველი შეხვედრა მექსიკელ პარასპორტსმენს მოუგო, შემდეგ ნახევარფინალში ყირგიზი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ფინალი ჩვენმა ფალავანმა ყაზახ ანაუ სარიევთან წააგო და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.