პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძოუდოისტმა გიორგი ქალდანმა (J2 – 73კგ) მეოთხედფინალში რუმინელი ვარგოცკი იპონით დაამარცხა და შეჯიბრების ნახევარფინალში გავიდა.
ფინალის საგზურისთვის ორთაბრძოლში ქართველი პარასპორტსმენი უზბეკ კურანბაევს დაუპირისპირდება. დღეს ტურნირზე მოასპრეზე მეორე ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანიც ნახევარფინალშია გასული.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.