პარაძიუდო | გიორგი ქალდანი ანტალიის გრან პრის გამარჯვებულია #1TVSPORT
ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (73 კგ) პარაძიუდოში ანტალიის 2022 წლის გრან-პრის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
იგი ფინალში აზერბაიჯანელ პარასპორტსმენ აბასლის შეხვდა. ქალდანმა მეტოქე ვაზარით დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ანტალიის გრან პრიზე დღეს მიხეილ შიობრიშვილმაც იასპარეზა. მან პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელ პარასპორტსმენს სძლია, მეოთხედფინალში კი გერმანელ პარაძიუდოისტთან დამარაცხდა. მიხეილმა ორთაბრძოლა რეპეჟაში თურქ მოწინააღმდეგესთან დათმო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.