Paradise papers-ის მიერ გამოაშკარავებულთა შორის პრინცი ჩარლზიც მოხვდა
Paradise papers-ის მიერ გამოაშკარავებულთა შორის პრინცი ჩარლზიც მოხვდა

Paradise papers-ის მიერ გამოაშკარავებულ გავლენიან ადამიანებს შორის პრინცი ჩარლზიც მოხვდა. უელსის პრინცი წლების განმავლობაში კლიმატის შეთანხმების შეცვლას უჭერდა მხარს. ჩარლზი ლობირებდა სასათბურე აირების ატმოსფეროში გაფრქვევის შეზღუდვას იმ ქვეყნებისთვის, სადაც ტროპიკული ტყეებია. ამ დროს კი აქციებს ფლობდა კომპანიაში, რომელსაც ეს შეზღუდვა ხელს აძლევდა. უელსის პრინცს ამ ინტერესთა კონფლიქტზე და მის ოფშორულ ფინანსურ დაინტერესებაზე არასოდეს უსაუბრია.

პრინცი ჩარლზის კუთვნილი კორნუოლის საჰერცოგო კომპანია „მდგრად სატყეო მეურნეობაში“ ფარულ გადარიცხვებს აწარმოებდა, რომელიც, თავის მხრივ, კლიმატის შეთანხმების შეცვლას ლობირებდა.

საჰერცოგოს განცხადებით, პრინცი ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებში პირადად ჩართული არ ყოფილა.
მოპოვებული დოკუმენტები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს ეკუთვნის. გამოძიებაზე ისეთი ცნობილი მედიაორგანიზაციები მუშაობდნენ, როგორებიც არიან The Guardian, BBC და The New York Times.