პაპუნაშვილი „რასინგში“ ჩაირიცხა - ქართველმა სათამაშო დრო მოითხოვა
პაპუნაშვილი „რასინგში“ ჩაირიცხა - ქართველმა სათამაშო დრო მოითხოვა
გიორგი პაპუნაშვილი ახალ გუნდში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ახალი გუნდი ლა ლიგა 2-ის სანტანდერის „რასინგია“. 24 წლის ქართველი კანტაბრიულ გუნდში ექვსთვიანი იჯარის წესით ითამაშებს.
 
ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე ესპანურმა გამოცემა „ერალდომ“ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.
„პაპუნაშვილი სანტანდერის „რასინგში“ 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს „სარაგოსაში“ სამეფო თასზე ითამაშა და გულშემატკივრებთან ერთად ტარაგონას „ხიმნასტიკთან“ გასვლაზე 1:3 გამარჯვება იზეიმა, სადაც ქართველებმა 83-ე წუთზე გაიტანა. ეს გუნდში მისი ბოლო თამაში იყო“ – წერს გამოცემა.
„ერალდოს“ ინფორმაციით, „რასინგი“ ის კლუბია, სადაც გადასვლა თავად პაპუნაშვილმა მოითხოვა. „კლუბმა ფეხბურთელი რთული მოლაპარაკების შემდეგ დაიმატა. პრობლემა ის იყო, რომ პაპუნაშვილს იწვევდა „ექსტრემადურა“, ხოლო თავად მოთამაშეს სჭირდებოდა სათამაშო პრაქტიკა მინიმუმ 45 წუთი და ძირითად შემადგენლობაში ყოფნა. ამას ყველა მსურველს ეუბნებოდნენ“.
პაპუნაშვილის მენეჯერები ამბობენ, რომ ქართველს „ლუგოც“ იწვევდა, მაგრამ მოლაპარაკებები იმდენად გართულდა, რომ შაბათს გამართული სათასო მატჩის შემდეგ „სარაგოსას“ მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა განაცხადა: „პაპუნაშვილს შეუძლია დარჩეს „სარაგოსაში“, თუ არ არსებობს კლუბი, რომელიც საბოლოოდ მიიღებს იმ მკაცრ პირობებს, რაც ჩვენმა კლუბმა სატრანსფერო წინაპირობად მოითხოვა”.
გამოცემის ცნობით, „სარაგოსამ“ გამოათავისუფლა მნიშვნელოვანი თანხა, რაც გუნდს მინიმალური ბიუჯეტის პირობებში ახალი ტრანსფერების განხორციელების საშუალებას მისცემს.
პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში „სარაგოსაში“ 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 325 წუთი ითამაშა. ლა ლიგა2-ში მას გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია. გიორგიმ ორი გოლი ესპანეთის სამეფო თასზე გაიტანა – „სოსიელამოსთან“ („სარაგოსამ“ 1:0 მოიგო) და ტარაგონას „ხიმნასტიკთან“ (3:1). მისი ახალი გუნდი, სანტანდერის „რასინგი“ ლა ლიგა2-ში გამართული 22 ტურის შემდეგ 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის სამეფო თასზე ტარაგონას „ხიმნასტიკთან“ (3:1) მატჩის შემდეგ სარაგოსელი გულშემატკივრებმა გიორგი პაპუნაშვილი მოედნიდან ოვაციებით გააცილეს.
დატოვე კომენტარი