პაპუნაშვილი ჩამოვიდა – საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

01:15, 09.11.2017

ესპანური „სარაგოსას“ წევრი გიორგი პაპუნაშვილი თბილისშია და დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე ქართველი იყო ბოლო ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ გუნდს შეუერთდა და ნაკრები 8 ნოემბერს სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

კვიპროსთან და ბელარუსთან დაგეგმილი მატჩებისთვის, ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით, “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე 23 ფეხბურთელი ემზადება. 9 ნოემბერს ეროვნული ნაკრები 15:30 საათზე ღია ვარჯიშსაც ამ მოედანზე გამართავს.

მანამდე, ერთი საათით ადრე კი ვლადიმირ ვაისი სასტუმრო “ჰუალინგში” მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 14:30 საათზე შედგება.

 

სფფ–ს ფოტო

მსგავსი