პაპუნა მარგველიძე - სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე
პაპუნა მარგველიძე - სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე

სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პერიოდულად ხდება მთებზე მონიტორინგი.

„21-ე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. მდინარეების კალაპოტებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება მდინარეების კალაპოტების ფორმირება. ასევე, მობილიზებულია მცურავი საშუალებები, კინოლოგთა ჯგუფი. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგულის ცხედარია ნაპოვნი, ოთხ დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები, 27-ის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, სამი დღის წინაც განხორციელდა მწვერვალების შემოფრენა და მონიტორინგი. გეოლოგები და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჯგუფი არიან მონიტორინგში ჩართულები. ინფორმირების კუთხით მოსახლეობასთან შეხვედრებს პერიოდულად გავაგრძელებთ და, რაც მთავარია, გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.