„მილანი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის ყოფილი ბომბარდირის, უკრაინის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებლის, ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურას განიხილავს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, 43 წლის უკრაინელის დანიშვნის ვარიანტს პირადად უჭერს მხარს კლუბის ტექნიკური დირექტორი და შევჩენკოს ყოფილი პარტნიორი პაოლო მალდინი.
„მილანი“ ამ მომენტისთვის ეძებს მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის შემცვლელს 2020-2021 წლების სეზონისთვის.
ადრე პრესა უკვე წერდა „მილანში“ შევჩენკოს შესაძლო დანიშვნის შესახებ. მაშინ, ყოფილმა ფორვარდმა თითქოს წამოაყენა კლუბსა და უკრაინის ნაკრებში მუშაობის შეთავსების პირობა.
შევჩენკო „მილანში“ 1999-2006 წლებში თამაშობდა.
23 ტურის შემდეგ, „მილანი“ სერია A-ს ცხრილში მეათე ადგილზეა.