პაოლო მალდინის „მილანის“ მთავარ მწვრთნელად შევჩენკოს ხილვა სურს
პაოლო მალდინის „მილანის“ მთავარ მწვრთნელად შევჩენკოს ხილვა სურს
„მილანი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის ყოფილი ბომბარდირის, უკრაინის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებლის, ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურას განიხილავს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, 43 წლის უკრაინელის დანიშვნის ვარიანტს პირადად უჭერს მხარს კლუბის ტექნიკური დირექტორი და შევჩენკოს ყოფილი პარტნიორი პაოლო მალდინი.
„მილანი“ ამ მომენტისთვის ეძებს მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის შემცვლელს 2020-2021 წლების სეზონისთვის.
ადრე პრესა უკვე წერდა „მილანში“ შევჩენკოს შესაძლო დანიშვნის შესახებ. მაშინ, ყოფილმა ფორვარდმა თითქოს წამოაყენა კლუბსა და უკრაინის ნაკრებში მუშაობის შეთავსების პირობა.
შევჩენკო „მილანში“ 1999-2006 წლებში თამაშობდა.
23 ტურის შემდეგ, „მილანი“ სერია A-ს ცხრილში მეათე ადგილზეა.