პანდემიის სამი წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრები გახსნა
პანდემიის სამი წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრები გახსნა. როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთში ჩასულ მოგზაურებს სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩინეთის ხელისუფლებამ ნულოვანი „კოვიდის“ პოლიტიკის ბოლო ეტაპი გააუქმა. გასული თვის განმავლობაში ჩინეთმა შეამსუბუქა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდრეჟიმი, რასაც წინ უძღოდა ისტორიული პროტესტი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავდა ხშირ ტესტირებას, მოძრაობის შეზღუდვასა და მასობრივ ჩაკეტვას, რამაც მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა სერიოზულად დააზარალა.
პოლიტიკის მკვეთრმა შეცვლამ გამოიწვია ინფიცირების მასიური ტალღა, რომელიც საავადმყოფოების გადატვირთვას და ბიზნესის შეფერხებებს იწვევს.