პანდემიის გამო, „ტორონტო“ საშინაო მატჩებს სეზონის ბოლომდე ტამპაში გამართავს
„ტორონტოსთვის“ მიმდინარე რეგულარული სეზონი შეიძლება ითქვას, რომ სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, „რეპტორსი“ საშინაო მატჩებს კანადაში პანდემიის გამო ვერ ატარებს. გუნდის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე რეგულარულის საშინაო მატჩებს „ტორონტო“ ტამპაში გამართავს. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კორონავორუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული რეგულაციებია.
ახალ საშინაო არენაზე ჩატარებული ცხრა შეხვედრის შემდეგ „რეპტორსის“ სტატისტიკა ასე გამოიყურება – ოთხი მოგება და ხუთი მარცხი. ჯამში კანადურ გუნდს 12 მოგება და 13 მარცხი აქვს. უნდა ითქვას, რომ გუნდმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუმატა. უკანასკნელად ჩატარებული ათი მატჩიდან „ტორონტომ“ ექვსი მოიგო და ამჟამად, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.