პანდემიის დაწყების შემდეგ, ისრაელში სრულმასშტაბიანი შემზღუდველი ზომები მეორედ ამოქმედდა

19:14, 18.09.2020
Israeli police establish  a roadblock on a road leading to EIn Hemed, near Jerusalem, on September 18, 2020. Israel has seen a spike of new COVID-19 cases bringing the authorities to reimpose a nationwide lockdown that will begin on Friday and last at least three weeks. Photo by Olivier Fitoussi/Flash90 *** Local Caption *** 
?????
?????
????

Israeli police establish a roadblock on a road leading to EIn Hemed, near Jerusalem, on September 18, 2020. Israel has seen a spike of new COVID-19 cases bringing the authorities to reimpose a nationwide lockdown that will begin on Friday and last at least three weeks. Photo by Olivier Fitoussi/Flash90 *** Local Caption *** ????? ????? ????

„კოვიდ 19“-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ისრაელში სრულმასშტაბიანი შემზღუდველი ზომები მეორედ ამოქმედდა. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ჩაიკეტა.

ახალი რეგულაციების თანახმად, დახურულ სივრცეში აიკრძალა ათ ადამიანზე მეტის შეკრება, ღია სივრცეში კი 20 ადამიანამდე შეკრებაა დასაშვები. დაიხურა სკოლები, ბიზნესები და სავაჭრო ცენტრები. მოქალაქეები საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრში უნდა დარჩნენ, თუმცა არის გამონაკლისები, რაც საკვებისა და მედიკამენტების ყიდვას უკავშირდება.

ჩაკეტვამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მთავრობამ ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის ბალანსისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა ჯანდაცვის სისტემაში უკვე საგანგაშო მდგომარეობაა.

ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელში ყოველდღიურად საშუალოდ 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი