პანდემიის დაწყებიდან პირველად ჩინეთში „კოვიდ-19“-ის სიმპტომებიანი შემთხვევა არ გამოვლენილა
პანდემიის დაწყებიდან პირველად ჩინეთში „კოვიდ-19“-ის სიმპტომებიანი შემთხვევა არ გამოვლენილა

პანდემიის დაწყებიდან პირველად ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის სიმპტომებიანი შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 28 ასიმპტომური შემთხვევა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის კომისიაში აცხადებენ, ვირუსის ასიმპტომურ შემთხვევებს ცალკე ითვლიან.

ჩინეთის მასშტაბით ფატალური შემთხვევების რიცხვი 4 634-ს აღწევს, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 82 971-ს, მათ შორის 78 258 უკვე გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი