„პალმეირასი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალისტია #1TVSPORT
აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი ბრაზილიური გუნდების, „პალმეირასისა“ და „ბოტაფოგოს“ მატჩით გაიხსნა.
„პალმეირასმა“ შეხვედრაში 1:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩში ერთადერთი გოლი დამატებით დროში, მე-100 წუთზე პაულინიომ გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ „პალმეირასს“ შეხვედრის დასრულება 10 ფეხბურთელით მოუწია, მსაჯმა 116-ე წუთზე გუსტვო გომესი გააძევა.
მეოთხედფინალში „პალმეირასი“ „ბენფიკასა“ და „ჩელსის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 5 ივლისს ფილადელფიაში ჩატარდება.
2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.