პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის არმიის თავდასხმებს ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 310 ადამიანი ემსხვერპლა
პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის არმიის თავდასხმებს ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 310 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის არმიის თავდასხმებს ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 310 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, გამთენიისას არაბული ანკლავის სამხრეთით, ქალაქ რაფაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში მსხვერპლის რიცხვი 17 500-ს აღწევს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად 46 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

პარალელურად, სირიის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად სირიის სამხრეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, „ჰეზბოლას“ წევრები. ისრაელის სამხედრო ავიაციამ ასევე დაბომბა ლიბანის ტერიტორია. ისრაელის მედიის ინფორმაციით, სამიზნე „ჰეზბოლას“ ობიექტები იყო.