პალესტინური მედიის ცნობით, ღაზის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა

11:32, 11.11.2023

ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე სახლებზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაბომბა.

ღამით ისრაელის ძალებსა და ადგილობრივ სამხედრო ჯგუფებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა ღაზის სექტორში, მათ შორის შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“, სავარაუდოდ, ფლობს მთავარ სამეთაურო ცენტრს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელის არმიამ ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ 11 ფორპოსტი დაიკავა. გასული ღამის განმავლობაში ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტებს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან ბომბავდა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის დასახლებების მიმართულებით რაკეტები ისევ გაუშვეს. საჰაერო განგაშის სიგნალი არაბული ანკლავის მოსაზღვრე კიბუცებში ისმოდა.

მსგავსი