პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სრულად დაკარგეს კონტაქტი ღაზის საოპერაციო შტაბთან
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სრულად დაკარგეს კონტაქტი ღაზის საოპერაციო შტაბთან

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სრულად დაკარგა კონტაქტი ღაზის საოპერაციო შტაბთან და იქ მოქმედ გუნდთან.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ, რომ ჩვენს გუნდებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ სასწრაფო სამედიცინო სერვისები, მით უმეტეს, რომ ეს შეფერხება გავლენას ახდენს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ნომერზე, აფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მიმოსვლას დაშავებულებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. ღაზაში მცხოვრები 2,3 მილიონი ადამიანი დიდწილად მოწყვეტილია გარე სამყაროს.