პალესტინის საგარეო უწყება - ისრაელი სისასტიკის ახალ პიკს აღწევს, არსებობს სოლიდური საერთაშორისო პოზიცია, რომელიც უარყოფს ისრაელის შეუფერხებელ აგრესიას
პალესტინის საგარეო უწყება - ისრაელი სისასტიკის ახალ პიკს აღწევს, არსებობს სოლიდური საერთაშორისო პოზიცია, რომელიც უარყოფს ისრაელის შეუფერხებელ აგრესიას

„ჰამასი“ მიესალმება გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

ამასთან, როგორც Timesofisrael-ი წერს, რეზოლუციას ასევე მიესალმება პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პალესტინის საგარეო უწყების განცხადებით, ისრაელი სისასტიკის ახალ პიკს აღწევს და არსებობს „სოლიდური საერთაშორისო პოზიცია, რომელიც უარყოფს ისრაელის შეუფერხებელ აგრესიას“.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და ღაზის სექტორში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება იყოს „უწყვეტი, საკმარისი და დაუბრკოლებელი”. რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა მძევალი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ერთხელაც არ არის მოხსენიებული მოძრაობა „ჰამასი”, რამაც ისრაელის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.