პალესტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კალიფორნიის უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა
კალიფორნიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რის შემდეგაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია დაიძაბა.
პალესტინის მხარდამჭერმა 200-მდე პირმა უნივერსიტეტის შენობა დაიკავა, რის გამოც სასწავლო პროცესი ჩაიშალა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს კამპუსში დარჩენა ურჩია. შემთხვევის შემდეგ ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.
მედიაში გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკვა.