პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1 055-ს მიაღწია
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1 055-ს მიაღწია

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1 055-ს მიაღწია. უწყების ცნობით, დაშავებულია 5 184-ზე მეტი ადამიანი.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანის განკარგულების შემდეგ, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად რეგიონს ელექტროენერგიის, საკვების, სასმელი წყლისა და საწვავის მიწოდება შეუზღუდეს.

ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რამდენიმე საათში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდება, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის.