პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 687-მდე გაიზარდა, მათ შორის 140 ბავშვია
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 687-მდე გაიზარდა, მათ შორის 140 ბავშვია

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 687-მდე გაიზარდა, მათ შორის 140 ბავშვია, – ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. 

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ძალებმა სასწრაფო დახმარების მანქანებს ესროლეს, რის შედეგადაც 11 სასწრაფოს მანქანა მთლიანად განადგურდა.

„ისრაელის თავდასხმების შემდეგ დაშავებულთა რაოდენობამ 3 726-ს მიაღწია, მათგან 10% ბავშვია“, – ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აგრძელებს კავშირს და თანამშრომლობას გლობალურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რათა შეივსოს მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობისა და საწვავის ნაკლებობა.