პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 7 960-მდე გაიზარდა
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 7 960-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „სიენენი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დაშავებულთა რიცხვი 20 000-ს აღემატება.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა თითქმის სამი მეოთხედი ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.