პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1537-მდე გაიზარდა
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1537-მდე გაიზარდა

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზაში დაღუპულია 1 537 პალესტინელი, 6 612 კი – დაშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 1 500-მდე პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.