პალესტინელის თავდასხმის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა
An Israeli security guard stands outside a checkpoint near the West Bank town of Bethlehem, after a stabbing attack June 29, 2015. REUTERS/Ronen Zvulun
პალესტინელის თავდასხმის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე სულ მცირე ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინციდენტი დასახლება არიელთან ახლოს მოხდა.
თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ისრაელის რადიო ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, სულ დაშავდა სამი ადამიანი. ისრაელის არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი მიიმალა და ამჟამად სამხედროები მის ძებნას აგრძელებენ.