პალესტინა არაბულ ქვეყნებს აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

08:11, 16.01.2018

პალესტინის გათავისუფლების ცენტრალურმა საბჭომ არაბულ ქვეყნებს მოუწოდა გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავიანთ საელჩოებს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანენ.

ასეთი გადაწყვეტილება პირველმა აშშ-მა მიიღო, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა.
პირველი და ჯერ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აშშ-ის მსგავსად საელჩოს გადატანის შესახებ განაცხადა, გვატემალაა. თუმცა ისრაელში აცხადებენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 10-ზე მეტ ქვეყანასთან აწარმოებენ.

მსგავსი