პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი და მისი მძღოლი. ასევე მძიმედ დაშავებდა სამი ადამიანი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მოძრაობა „თალიბანის“ პაკისტანურმა ფრთამ აიღო.

ბელუჯისტანის პროვინციაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.