პაკისტანში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
პაკისტანში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ქალაქ კარაჩში მოქალაქეები აშშ-ის საკონსულოსკენ მიემართებოდნენ. მომიტიმგეები ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციას აპროტესტებდნენ. სამართალდამცველებს ბარიკადები ჰქონდათ აღმართული აშშ-ის საკონსულოსთან. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეები სამართალდამცველების მიმართულებით ქვებს ისროდნენ, ხოლო პოლიცია ცრემლსადენ გაზს იყენებდა მათ დასაშლელად.
აქცია ასევე გაიმართა დედაქალაქ ისლამაბადშიც, სადაც 4 000 ადამიანი შეიკრიბა.
მანამდე პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ჰასან ნასრალას მკვლელობა და მომხდარს უგუნური ქმედება უწოდა. სამინისტროში აღნიშნავენ იმასაც, რომ სიტუაცია ხელს უწყობს ესკალაციას ისედაც არასტაბილურ რეგიონში.