პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი

12:18, 15.04.2019

პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სტიქია პაკისტანის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ყარაჩის დაატყდა თავს.

დაკარგულად ითვლება რვა მეთევზე. მათი ნავი ძლიერმა ქარმა ყარაჩის სანაპიროსთან გადაატრიალა.

ქარიშხლის გამო, ყარაჩის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო.

მსგავსი