პაკისტანში, პეშავარის პროვინციის ერთ-ერთ სასტუმროში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პეშავარის პროვინციის ერთ-ერთ სასტუმროში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან.
დაშავებულია კიდევ ორი მცირეწლოვანი ამავე ოჯახიდან. ისინი მძიმე მდგომარეობაში საავადმოფოში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე, უცნობია აფეთქების მიზეზი. სამართალდამცველები განიხილავენ როგორც ტერაქტის, ასევე ბუნებრივი აირის გაჟონვის ვერსიასაც.