პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
აფეთქება ჩრდილო-დასავლეთ ბაჯაურის რაიონში მოხდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, პოლიციამ განაცხადა, რომ იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ აფეთქება შესაძლოა, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა.
ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
აფეთქების შედეგად დაიღუპა იმ პარტიის ლიდერიც, რომლის ყრილობაც მიმდინარეობდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი.