პაკისტანში ბომბის აფეთქებას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
პაკისტანში ბომბის აფეთქებას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პაკისტანის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ლაჰორიში პოლიციის განყოფილებასთან ბომბი აფეთქდა. ინციდენტს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 18. ინფორმაციას ადგილობრივი სამაშველო სამსახურები ავრცელებენ.

პოლიციის გენერალური ინსპექტორის მოადგილის განცხადებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა გამშვებ პუნქტთან პოლიცია გუშაგებს ცვლიდა. ამ დროს, პუნქტის სიახლოვეს, რელიგიური ხასიათის შეკრება ტარდებოდა, რასაც დაახლოებით 80 000 ადამიანი ესწრებოდა.

როგორც Reuters-ს ლაჰორის პოლიციის გენერალური ინსპექტორის მოადგილემ განუცხადა, გამოძიების პირველადი ვერსიით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.