პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსის შვიდი მგზავრი მოკლეს
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსის შვიდი მგზავრი მოკლეს

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსის შვიდი მგზავრი მოკლეს.

სამართალდამცველების ცნობით, შვიდივე მათგანი პენჯაბელია.

თვითმხილველთა განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა პენჯაბის პროვინციის დედაქალაქ ლაჰორისკენ მიმავალი ავტობუსი გზაზე გააჩერეს და მგზავრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ შვიდი პირი ადგილზე დახვრიტეს.