პაკისტანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა.

ავტოკატასტროფა ბელუჯისტანის პროვინციაში მოხდა. კარაჩიდან მომავალი ავტობუსი ნავთობმზიდს შეეჯახა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალებებს ცეცხლი გაუჩნდა.

ავარიის დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. 14 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.